• წინამდებარე პროცედურის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სუბიექტი ხართ თქვენ, როდესაც თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით განახორციელოთ მაღაზიის ვებგვერდზე ” WWW.HOTSTAPLER.GE “ განთავსებული საქონლის ონლაინ შეძენა.
  • თქვენი პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი არის :
  • მაღაზია: Workshop-ვორკშოპი
    მისამართი : თბილისი, ცინცაძის ქუჩა #58
    საკონტაქტო ნომერი : 593-01-00-07
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი :
    ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ თქვენს მიერ ჩვენს ვებგვერდზე
     ონლაინ შეძენის განხორციელების მიზნით. 
    თქვენს მიერ ჩვენი ვებგვერდის ვიზიტის, ასევე თქვენს მიერ ცალკეული საქონლის მახასიათებლებისა და დათვალიერების 
    შემთხვევებში, მაღაზია არ ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
    თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია დამუშავებულ იქნეს თქვენთვის საქონლის მიწოდების და მიწოდების 
    პრობლემების შემთხვევაში, ასევე თქვენი საჩივრებისა და თქვენს მიერ შეძენილი საქონლის საგარანტიო პრეტენზიების 
    დასამუშავებლად. გარდა ამისა, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენ 
    მიაღწიეთ ონლაინ შეძენისათვის კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო მინიმალურ ასაკს.
  • პერსონალურ მონაცემთა მესამე პირებზე გადაცემა ონლაინ შეძენის განხორციელებისას :
    თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გადაცემულ იქნეს, მიმწოდებლებისათვის, საკურიერო მომსახურების 
    გამწევი კომპანიებისათვის (მაგალითად, როგორიცაა საქართველოს ფოსტა, DHL და სხვა). რამდენადაც ეს აუცილებელია თქვენი შეკვეთის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველი :
    Hotstapler.ge-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი არის
    “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი და “კონვენცია პერსონალური მონაცემების
    ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ”.
    გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ არც კანონით და არც ხელშეკრულებით არ ხართ ვალდებული მოგვაწოდოთ 
    თქვენი პერსონალური მონაცემები. მხოლოდ მათზე მიუწვდომლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს ის, რომ თქვენ ვერ
     შესძლებთ ან სრული მოცულობით ვერ შესძლებთ ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით საქონლის ონლიან შეძენას.
  • პერსონალურ მონაცემთა შენახვის ხანგრძლივობა :
    თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება მხოლოდ თქვენს მიერ ონლაინ შეძენის 
    განხორციელბის მიზნით და ისინი წაიშლება, როგორც კი მათი შენახვა აღარ იქნება საჭირო იმ მიზნის მისაღწევად,
     რისთვისაც ისინი დამუშავდა. გარდა ამისა, მონაცემები წაიშლება, თუ თქვენ გააუქმებთ თქვენს მიერ გაცემულ 
    თანხმობას ან მოითხოვთ პერსონალური მონაცემების წაშლას.
  • პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის თანხმობა :
    გავეცანი Hotstapler.ge-ს მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცედურას და ვაცხადებ თანხმობას, რომ საიტმა დაამუშავოს ჩემი 
    პერსონალური მონაცემები აღნიშნული პროცედურისა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.